ახალი ამბები
ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოდის
FaceBook
ქუთაისს, ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, 10 098 ტურისტი ესტუმრა, რაც 81%-ით ჭარბობს შარშანდელი შვიდი თვის მაჩვენებელს.

ქუთაისის ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, ეს იმ ტურისტების რაოდენობაა, რომელთაც ტურისტული ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს. 

ცენტრის ცნობით, ქალაქს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან სტუმრობს.


გერმანელმა ტურისტებმა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საგრძნობლად გადაუსწრეს პოლონელ ტურისტებს. შარშან პოლონელები ლიდერობდნენ.

ქვეყნების ხუთეული, საიდანაც ტურისტები ყველა ხშირად სტუმრობენ ქუთაისს ასე გამოიყურება:

1. გერმანია (2343 ტურისტი)
2. პოლონეთი (1887 ტურისტი)
3. რუსეთი (994 ტურისტი) 
4. დიდი ბრიტანეთი (770 ტურისტი)
5. ჩეხეთი(500 ტურისტი)

გერმანიიდან ტურისტების სიმრავლეს ტურიზმის ცენტრში ქუთაისის აეროპორტიდან არსებულ პირდაპირ რეისებს უკავშირებენ ბერლინის, მიუნჰენის, დორტმუნდის მიმართულებით,  ასევე, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ყოველწლიურ მონაწილეობას ტურიზმის საერთაშირისო ფესტივალში, რომელიც ბერლინში იმართება.

"ქუთაისის ტურიზმის ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად მონაწილეობს ფესტივალში. შემოდგომაზე გერმანელები მედიატურს გეგმავენ ქუთაისში და გერმანიის ყველა წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლები ეწვევიან ქალაქს", - აღნიშნავს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი.

2017 წელს ქუთაისს 11422 ტურისტი სტუმრობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.