ახალი ამბები
დასახლება ქუთაისში, სადაც არც კანალიზაციაა და არც გზა
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრები ბოშები ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ დასახლებას ყურადღებას არავინ აქცევს.
"აქ წლებია არაფერი გაკეთებულა, არც კანალიზაცია, არც გზის  საფარი და ყველაზე ელემენტარული, საბავშვო ატრაქციონიც კი არ დაგვიდგეს. ისე გვექცევიან, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ", - ამბობენ ადგილობრივები. 

სულხან-საბას ქუჩის მეხუთე შესახვევი ძირითადად ბოშათა დასახლებაა, სადაც დაახლოებით 25-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ დასახლებას არასოდეს ქონია არც გზის საფარი და არც კანალიზაცია. თუმცა, ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წელს  კალანიზაციის და საბავშვო ატრაქციონის პრობლემები მოგვარდება. 

"ქალაქის მერს ვესაუბრეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანალიზაცია გაკეთდება უახლოეს პერიოდში.  ეს წყალკანალის საქმეა, მაგრამ ჩვენ გავუკეთებთ და მივეხმარებით, რადგანაც ამხელა პრობლემა არის. გზა წელს ვერ ხერხდება, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად  მოწესრიგდება", - ამბობს ქუთაისის მერიის წარმომადგნელი სულხან-საბას ტერიტორიულ ერთეულში, გიორგი მუქერია. 

რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონს, მისი თქმით აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც მის მოწყობას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.