ახალი ამბები
ლენტეხში დღეს მინისტრის მოადგილეს ელოდებიან
FaceBook
ლენტეხში, სადაც ადგილობრივები ხელედულა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ელოდებიან.
გიორგი ჩიქოვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდება, რომლებიც ტერიტორიიდან  ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.

ლენტეხში 6 დღიანი შიმშილობის აქციის შემდეგ, ადგილობრივებმა ტექნიკის გაყვანის შესახებ ზეპირი დაპირება უკვე მიიღეს და აქცია დროებით შეწყვიტეს. დღეს კი  მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ამ  დაპირების შესრულებას მოითხოვენ.

ადგილობრივთა თქმით, უცვლელი რჩება მათი მთავარი მოთხოვნა ჰესის პროექტის გაუქმების შესახებ.

ლენტეხის მოსახლეობა მინისტრის მოადგილეს სამი დღის წინაც შეხვდა, თუმცა,  მაშინ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ადგილობრივებმა  საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს. 

ლენტეხში მოსახლეობამ ხელედულა ჰესის წინააღდეგ საპროტესტო აქციები 22 ივლისს დაიწყო. 6 დღის განმავლობაში 7 ადგილობრივი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. პარალელურად,  აქციები იმართებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტთან.

ადგილობირვები ამბობენ, რომ ხელედულა ჰესის მშენებლობა მეწყერსაშიშ ზონაში იგეგმება, რაც დააზიანებს მათ საცხოვრებელ სახლებს, გაანადგურებს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს და შეცვლის კლიმატს.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.



ამავე თემაზე:

ლენტეხში მოშიმშილეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მოთხოვნებს წაუყენებენ

ლენტეხში აქციის სამმა მონაწილემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მეოთხე დღე ლენტეხში - აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითრებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
14:24 / 23.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში,
მეტალურგიულ ქარხანის 200- მდე  მუშა ოთხი დღეა გაფიცულები
არიან.
12:01 / 23.01.2020
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მეტალურგიულ ქარხანის 200- მდე  მუშა ოთხი დღეა გაფიცულები არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.