ახალი ამბები
აფეთქების შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
FaceBook
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხუთი დაშავებულიდან სამი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მიმღები განყოფილების უფროსის, მაია რუხაძის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სამივე მათგანს აღენიშნება უცხო სხეული რბილ ნაწილებში. არ არის დამწვრობა. უტარდებათ გამოკვლევები, შემდეგ დაენიშნებათ მკურნალობა,"- ამბობს მაია რუხაძე.

დაშავებულთაგან ორი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, ერთი კი 60 წლამდე გახლავთ.

კიდევ ერთი დაშავებული ავტოქარხნის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

მეხუთე დაშავებული კი უკვე გაწერეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში სადნობი ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

ავტომშენებლის ქუჩაზე ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.