"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
10:24 / 23.07.2018
ამ წუთებში ტყიბულში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული
საპროტესტო აქცია მიმდინაროებს.
ტყიბულის თეატრის წინ შახტში დასაქმებულები კომპანიის ადმინისტრაციის
თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, მანამდე კი პროტესტის შეწყვეტას
არ აპირებენ.
მეშახტეები ითხოვენ, აღდგეს მუშაობა შახტში მას შემდეგ, რაც შეიცვლება
ხელმძღვანელობა და გაუმჯობესდება უსაფრთხოების ნორმები. აქციის
მონაწილეებმა მანქანებს შავი ლენტები შეაბეს და ქალაქში მსვლელობას
იწყებენ, რათა მოსახლეობას მოუწოდონ ქალაქის პარალიზებისკენ და
ობიექტების დახურვისკენ.
"ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია, გაჩერებას არ ვაპირებთ. ახლა
კი ვალდებულნი არიან რომ ჩვენი მოთხოვნა შეასრულონ. აქ
ვიქნებით, მანამ სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა არ
დაკმაყოფილდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას ორგანიზებას დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს
პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები უწევენ მათ
მთავრობის მიმართ ხუთპუნქტიანი მოთხოვები აქვთ.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები