ახალი ამბები
დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს უშვებს - ქუთაისში ქარხნის დახურვას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში ავტოქარხნის დაჩებსა და დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის დახურვას ითხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის გაუარესებაა. 

"ქარხანა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. თითქმის ყველას გვაქვს საერთო სიმპტომები თავის ტკივილის სახით. ეს ქარხანა დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს უშვებს და ნელ-ნელა იწირავს ჩვენს ჯანმრთელობას. ამ ქარხნის უფროსობა ხომ  ხალხი არ არის, მკვლელები არიან, ყოველ დღე რომ კვამლში გვახრჩობენ,"  - ამბობს ადგილობრივი ლამარა კვატაშიძე. 

ქარხნიდან ყოველდღიურად გამოსული კვამლი მოსახლეობას  სხვა ყოფით პრობლემებსაც უქმნის. გამონაბოლქვის გამო ადგილობრივები ვერ აღებენ ფანჯრებს, ასევე სარეცხის დასარეცხად შაბათ-კვირას ელოდებიან. 

"მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებენ და ჩვენც ამ დღეებისთვის ვაგროვებთ სარეცხს. სხვა დღეებში რომ გავფინოთ კვამლისგან ისე  ბინძურდება, ხელახლა დასარეცხია," - აცხადებს დადიანის ქუჩის მკვიდრი მზია თორთლაძე. 



ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას ქარხნის მიერ სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობა იწვევს. მათი  თქმით, სავარაუდოდ, საწარმოში არ არის დამონტაჟემული ფილტრები, რომლებიც გამონაბოლქვის გამოდინებას შეუშლის ხელს.

ავტოქარხნის დაჩებსა და დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები მათი ქარხნის ხელმძღვანელობისგან ყურადღებას ითხოვს.

"დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემით და დაიცვან უსაფრთხოების წესები რომ ნორმალური ცხოვრების საშუალება გვქონდეს," - ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა კვატაშიძე. 

დადიანის ქუჩაზე მდებარე ქარხანაში კარები ჩაკეტილია და შესვლა უცხო პირებისთვის შეზღუდული. ამავე ტერიტორიაზე მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ საწარმო ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის დაქვემდებარებაშია.



"ქუთაისიპოსტი" მოსახლეობის პროტესტზე პასუხის გასარკვევად, ავტომექანიკური ქარხანაში მივიდა, თუმცა იქ მყოფი დაცვის სამსახურის თანამშრომელის თქმითაც, ადგილზე არ იმყოფებიან ხელმძღვანელი პირები.

"გადავცემთ უფროსობას და ამ საკითხზე თავად დაგიკავშირდებიან,"- განგვიმარტეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა. 

დადიანის ქუჩა #88- ში მდებარე ქარხანაში, სულ სამი წარმოება მუშაობს ერთ-ერთში ე.წ. წიდას გადამუშავება ხდება.

'საწარმო, რომლიდან გამოსული კვამლი მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის პრობლემებს, ტერიტორიაზე მეხუთე წელია  ფუნქციონირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.