ახალი ამბები
რომელ ქვეყნებში უკეთ ადაპტირდნენ ქართველი ემიგრანტი ქალები
FaceBook
ქართველ ქალ შრომით მიგრანტთა საზღვარგარეთ ადაპტაციისა და სტიგმატიზაციის თავიდან არიდების სტრატეგიებს ეხება კვლევითი ნაშრომი, რომელიც სოციოლოგიის მაგისტრმა, მკვლევარმა სალომე დოლიძემ ქუთაიში, "კატო მიქლაძის სკოლაში", 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მსმენელებს გააცნო.

მკვლევარმა სოციოლოგიის მაგისტრმა სალომე დოლიძემ კატო მიქელაძის სკოლის მსმენელებს გააცნო კვლევა "შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია - საქართველოს მაგალითი".

"საინტერესოა, როგორ ახდენს გავლენას ორთოდოქსული, კათოლიკური და მუსლიმანური კულტურული გარემო, ქართველ ქალ შრომით მიგრანტთა ადაპტაციისა და სტიგმატიზაციის თავიდან არიდების სტრატეგიებზე", - აღნიშნა სალომე დოლიძემ კვლევის "შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია - საქართველოს მაგალითი" წარდგენისას. 

კვლევის ფარგლებში 15 რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთაც მინიმუმ 2-2 წელი იცხოვრეს საზღვარგარეთის სამ ქვეყანაში. კერძოდ, საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში, სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ქვეყანაში. მკვლევარის თქმით, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ მართლმადიდებელ საბერძნეთში ადპტირების პროცესი ემგირანტ ქალებს უკეთ უნდა გაევლოთ, ვიდრე კათოლიკურ იტალიასა და ისლამისტურ თურქეთში. თუმცა, რესპოდენტებთან გასაუბრების შემდეგ მიიღეს სხვა შედეგი.

მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქართველი ემიგრანტი ქალები კარგად ადაპტირდნენ იტალიაში, რელიგიურმა ფაქტორმა ხელი არ შეუშალათ ყოფილიყვნენ უფრო მიმღებები, გავლენა მოეხდინა მათი ცხოვრების წესსზე. სამაგიეროდ, მართლმადიდებელ საბერძნეთში უფრო გაუჭირდათ შეგუება. უფრო ჩაიკეტნენ და ნაკლები მიმღებლობა გამოიჩინეს. კიდევ უფრო რთულად იყო საქმე თურქეთში, მძიმედ მოხდა შეგუების პროცესი.

"ქვეყნის განვითარების დონე და მასში ადამიანთა უფლებების პატივისცემის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ადაპტაციისას, ვიდრე კულტურული ღირებულებების გარკვეული თანხვედრა", - აღნიშნავს სალომე დოლიძე.

სალომე დოლიძემ, ასევე, მიმოიხილა შრომით მიგრაციასთან დაკაშირებული ზოგადი ტენდენციები და დამსწრე საზოგადეობას გააცნო სტატისტიკა.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გაიზარდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან მიგრანტთა რაოდენობა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მამაკაცები ჭარბობდნენ, რომელებიც რუსეთსა და უკრაინაში მიდიოდნენ სამუშაოს საძებნელად, 2000-იანი წლებიდან ემიგრანტი ქალების რიცხვმა იმატა. ისინი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ემიგრირდნენ სამუშოს საძიებლად.

შრომით ბაზარზე ქალის შრომა მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ტენდენციას გარკვეული პოზიტიური მხარეებიც გააჩნია. ქართველ ემიგრანტ ქალებს გაუჩნდათ საკუთარი შემოსავალი, რამაც განაპირობა მათი თავისუფლება და საკუთარი თავის სხვაგვარად რეალიზების შესაძლებლობა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88,5%. მათგან 54,6% ქალია. 

ყველაზე მეტი ემიგრანტი წავიდა თბილისიდან, მეორე ადგილზეა იმერეთი და ქვემო ქართლი.

8 ივლისს კატოს სკოლის სემიანრების ფარგლებში აჩვენებენ ფედერიკო ფელინის ფილმს "გზა".

ფილმის ჩვენება გაიმართება ქუთაისის მერიის გენდერის დარბაზში, 13 საათზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.