ახალი ამბები
ქუთაისში არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო ექიმს სამედიცინო საქმიანობა შეუჩერეს
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "ელ-ჯი" -ს ყოფილ ქირურგს, არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო საქმიანობა ორი თვით შეუჩერა.

პაციენტმა, ნინო კუპრაშვილმა კლინიკა "ელჯი"- ში ლიმფური კვანძების ამოსაჭრელი ოპერაცია პირველად, ექიმ ბადრი ალფაიძესთან 2015 წლის 9 თებერვალს გაიკეთა. მას მეორე ოპერაცია 23 აპრილს ჩაუტარდა, 14 ივნისს კი იოდბალანსის მისაღებად თბილისში, "ავერსის" კლინიკაში გაუშვეს.

თბილისში უთხრეს, რომ არსებულ კვანძებს იოდი ვერ მოერეოდა. ნინო კუპრაშვილის თქმით, ოპერაციის შემდეგ ის შრომის უუნარო გახდა და დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ის სასამართლოსაც მიმართავს.

"ამის მერე დავურეკე ჩემს ექიმს, ბადრი ალფაიძეს, რომელიც მეუბნება, რომ მისი საქმე ხუთიანზე აქვს გაკეთებული. ამ ნერვიულობის ფონზე დამეწყო წნევები, თვალსაც მომაკლდა და სათვალის გარეშე ვეღარ ვხედავ. იმდენი მაწამა ბადრი ალფაიძემ, შვიდჯერ ვიყავი ჩასული ვანიდან თბილისში ამ საქმეზე", - ამბობს პაციენტი, ნინო კუპრაშვილი.

აღნიშნულ საქმეზე ექიმი კომენტარს არ აკეთებს. ამდროისთვის ბადრი ალფაიძე კლინიკა "ელ-ჯი" -ში აღარ მუშაობს. ის სერთიფიკატის შეჩერებამდე "მედიქალ სითი"- ში მუშაობდა.

ექიმისთვის პროფესიული საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო იღებს, რომელიც ამჟამად 25 წევრისგანაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, საბჭო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონის "საექიმო საქმიანობის შესახებ" 77-ე მუხლის მიხედვით ახორციელებს.

კანონის მიხედვით, ექიმს იმ შემთხვევაში უჩერდება სახელმწიფო ლიცენზია, როცა სამედიცინო რეგულურების სააგენტოდან წერილობითი გაფრთხილება წელიწადში სამჯერ აქვს მიღებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.