ახალი ამბები
„დავიწყეთ ხის საფარის აღება“ - თეთრ ხიდზე დემონტაჟის სამუშაოები სრულდება
FaceBook
თეთრ ხიდზე მოაჯირების საღებავისგან გაწმენდის შემდეგ, ხის საფარის აღება დაიწყო.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის "ალმა რუსის" წარმომადგენლის, ზურაბ ყურუას თქმით, დემონტაჟის სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

"ხის საფარის მხოლოდ ის ნაწილი რჩება, რაც მუშების გადაადგილებისთვის არის საჭირო. ნახევარი თითქმის აღებულია. პარალელურად იწყება მოაჯირების შეღებვა. სრულად არის გაწმენდილი ძველი საღებავისგან, რომელიც რამდენიმე ფენად ჰქონდა და ვღებავთ ისევ თეთრად. ჯერჯერობით, მივდივართ გრაფიკით და იმედი გვაქვს ჩავეტევით ვადებში", - ამბობს ზურაბ ყურუა.

გაწმენდა-დემონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდზე 6 მილიმეტრიანი რკინის საფარი დაიგება, რამდენიმე ადგილზე კი გაკეთდება დეკორატიული მინა, სადაც იმიტირებული თეთრი ქვები განთავსდება.

თეთრი ხიდის რესკონსტრუქცია 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა რუს საქართველო" 436 000 ლარად ასრულებს. 

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ქუთაისის მერიამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა.

ხიდის მზა ესკიზი, რომელიც არქიტექტორმა გია ხუჯაძემ გააკეთა,  საზოგადოების ნაწილმა  დაიწუნა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია და რეკონსტრუქციას გია ხუჯაძის პროექტით ახორციელებს. 

ამავე თემაზე:

"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.