ახალი ამბები
Wizz Air-ის ბორტზე ხელბარგის ატანა ფასიანი ხდება
FaceBook
Wizz Air-მა უფასო ხელბარგის ბორტზე ატანის წესებში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად მგზავრები ბორტზე ხელბარგის განთავსებას, დამატებითი სერვისის გამოყენების გარეშე ვეღარ შეძლებენ.

ბორტზე გარანტირებულად ხელბარგის ატანისთვის მგზავრებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანია მას უფასოდ, საბარგო განყოფილებაში გადაიტანს.

"Wizz Air-ის ყველა სტანდარტული BASIC ბილეთის ფასში შედის უფასო ბარგი (55x40x23სმ, 10 კგ), თუმცა თვითმფრინავის ბორტზე შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, ყველა მგზავრის ბარგი სალონში ვერ განთავსდება. ხელბარგის სალონში ატანას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ.

WIZZ პრიორიტეტის შეძენა ინტერნეტით შესაძლებელია სულ რაღაც 15 ლარიდან.

თუ მგზავრი WIZZ პრიორიტეტის სერვისს არ შეიძენს, მისი 10კგ-იანი ბარგის თვითმფრინავით გადატანა კვლავ უფასოა, თუმცა ამ შემთხვევაში ბარგი შეინახება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში და მისი მიღება შესაძლებელი იქნება ბარგის კონვეიერიდან დანიშნულების აეროპორტში," - აცხადებენ კომპანიაში.

Wizz Air-ის ახალი წესი არ ეხება სავარძლის ქვეშ განსათავსებელ იმ უფასო ხელბარგს, რომლის მაქსიმალური ზომ 40x30x18 სმ-ია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "WIZZ პრიორიტეტის შეძენისას, მგზავრები გარანტირებულად აიტანენ 10 კგ-იან ხელბარგს თვითმფრინავის სალონში, დამატებით იქონიებენ ერთი მცირე ზომის ჩანთას ( კამერის/ ლეპტოპის ჩანთა, ხელჩანთა), რომელიც სავარძლის ქვეშ განთავსდება და თავს აარიდებენ რიგებს ჩასხდომისას.

"აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ჩასხდომის კომფორტული პროცესისა და ეფექტური ოპერირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ რეისებზე, რომლებიც მგზავრთა დიდი ნაკადით გამოირჩევიან. ცვლილებების მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს ბორტზე ხელბარგის ატანასთან დაკავშირებული შეყოვნების შემთხვევები, რაც თავისთავად, მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. დაბალი ფასების შენარჩუნება ავიაკომპანიის სტრატეგიული მიზანია. ამისთვის Wizz Air მომხმარებლებს მგზავრობის სხვადასხვა ვარიანტს სთავზობს და საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ შერჩეული, მათთვის პრიორიტეტული მომსახურებითვის გადაიხადონ. ბილეთის დაბალ ფასებთან ერთად, ავიაკომპანია მგზავრების მაქსიმალურ მოქნილობასაც უზრუნველყოფს.

ხელბარგის სალონში განთავსების პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები ავიაკომპანიის ქსელის ფარგლებში ვრცელდება და ამჟამად გამგზავრების აეროპორტების ჩასხდომის პროცედურათა დაზუსტება მიმდინარეობს.," - აცხადებენ კომპანიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.