ახალი ამბები
ტყიბულის შახტში ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა
FaceBook
ტყიბულში, ხუთ აპრილს ტყიბულის შახტში ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს. დაღუპული 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები.

მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ" 5 აპრილს, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროა.
21 გვერდიან დასკვნაში უკრაინელი ექსპერტები წერენ, რომ შახტში 6 ადამინის დაღუპვა აფეთქების დროს დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია და ეს არ ყოფილა ბუნებრივი მოვლენის შედეგად წარმოქმნილი ლავის ჩამოშლა.

"მომხადრის მიზეზები არ უნდა ვეძებთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში. დიდი ალბათობით იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები და შრომის უსაფრთხოების სისტემის პროლემები", - ნათქვამია დასკვნაში.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

"საქნახშირის" ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომლისგანაც გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ მეშახტეების სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, შახტში უსაფრთხოების ნორმები არც ამჯერად იყო დაცული და შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.


ამავე თემაზე:

„ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა“ - უკრაინელი ექსპერტების დასკვნა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე

"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.