ახალი ამბები
„სოციალური საცხოვრისის შენობა სამჯერ უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი“ - კოტე ქავთარაძე
FaceBook
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს იყო სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯოდმარე, შენობაში ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ვრცელ ასხნა-განმარტებას უძღვნის.
ყოფილი ვიცე-მერი "ფეისბუკის" პირად გევრდზე დეტალურად აღწერს კომისის შექმნის წინაპირობას, კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტის შერჩევის, ხელშეკრულების გაფორმების და მისი შესრულების ეტაპებს.

კოტე ქავთარაძე ვრცელ წერილში 11 პუნქტად ყოფს საცხოვრისის მოწყობისა და მისი ბენეფიციარებისთვის გადაცემის პროცესს და ეხმიანება ყველა იმ შენიშვნას, რომელზეც სამხარულის ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი.

ექსპერტიზის დასკვნის საპასუხოდ, სადაც საუბარია იმაზე, რომ შენობა სადაც ახლა სოციალური საცხოვრისია მოწყობილი, ადრე საწარმო იყო და ამის გამო იგი არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო ის სამჯერ უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი, ვიდრე საცხოვრებელი სახლი.

მისივე თქმით, არსებობს როგორც შენობის მდგრადობის, ასევე, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ასევე საუბრობს საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომლებიც მისი თქმით, მერიის მიერ შეძენილ ყველა ფართზე ინდივიდუალურადაა გაფორმებული.

ყოფილი ვიცე-მერი აქცენტს აკეთებს დასკვანში ნახსენებ ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზეც, რომლის შესაბამისადაც უნდა მოწყობილიყო შენობა, რაც დასკვნის მიხედვით არ მოხდა. კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ ეს ვალდებულება ხელშეკრულებაში შეცდომით იყო მითითებული და სინამდვილეში კონკურსის პირობებით კომპანიას ეს არ ევალებოდა.

კოტე ქავთარაძე ასევე საუბრობს დამატებითი ფართების დროს დაზოგილ 70 000 ლარზე და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ მერიისთვის შეთავაზებულ 2000 კვ.მ ეზოზე, რომელშიც,  მისი თქმით, მერიას თანხა არ გადაუხდია.

მეთერთმეტე პუნქტში ყოფილი ვიცე-მერი საუბრობს სოციალურ საცხოვრისში სასადილოსა და საერთო სამზარეულოს მოწყობასა და გათბობის ერთიანი სისტემის მონტაჟზე, რაც მისი თქმით, მეორე ეტაპის ფარგლებში იყო დაგეგმილი, რისთვისაც დამატებითი ფინანსების მოძიებაა საჭირო.

სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ დასკვნაზე, კოტე ქავთარაძემ ქუთაისიპოსტთანაც ისაუბრა. მან დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები არასწორია.

ლევან სამხარაულის ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნის სრული ვერსია ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. მანამდე დასკვნის ნაწილი ქუთაისპოსტმა მოიპოვა, სადაც საუბარია როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, დოკუმენტაციასთან მიმართებაში არსებულ ხარვეზებზე. მათ შორის, დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს "სანომ" ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

დასკვნას არ ენდობა არც შპს "სანო" და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.


ამავე თემაზე:

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.