ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
FaceBook
12 ივნისს ქუთაისის მერის მოადგილეები საბინაო სამსახურისა და შპს "სანოს" წარმომადგენლებთან ერთად, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისში იმყოფებოდნენ და იქ  მცხოვრებლებს შეხვდნენ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.
შეხვედრაზე, რომელიც  ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მერის მოადგილეებმა ბენეფიციარებს უთხრეს, რომ კომპანია შენობაში არსებულ ყველა ხარვეზს გამოასწორებს, თუმცა, თავშესაფრის მცხოვრებლებისთვის ეს პირობა მიუღებელია, რადგან ამბობენ, რომ შენობაშა ავარიულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

"გადაგვიყვანონ ალტერნატიულ ფართში. 80 ოჯახი შიშის ქვეშ ცხოვრობს. ბავშვები გვყავს აქ უმეტესობას და მათთან ერთად ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებლია",-ამბობს მზევინარ მიქაძე, რომელიც მერიისა და "სანოს" წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, თუ მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციებს გამართავენ.

"მერიის და პარლამენტის წინაც გავალთ და გზას გადავკეტავთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - ამბობს მზევინარ მიქაძე.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებთან შესახვედრად მას შემდეგ მივიდნენ, რაც ისინი 7 ივნისს მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს.

მერი მათ არ შეხვედრია, თუმცა, სასაუბროდ მისმა მოადგილეებმა მიიღეს, რომლებმაც უთხრეს, რომ კომპანია ყველა ხარვეზს გამოასწორებდა და პირობა მისცეს, რომ 12 ივნისს ვითარების გასაცნობად ადგილზე მივიდოდნენ.

როგორც ირკვევა, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ამ შეხვედრითაც უკმაყოფილო დარჩნენ.

ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი გასული წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. გახსნიდან რვა თვის განმავლობაში შენობაში სამჯერ ჩამოინგრა ჭერი. 

საცხოვრისში ქუთაისის მერიის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებში. 


ამავე თემაზე:


რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.