ახალი ამბები
ენმ ქუთაისის მერიის მისამართით სარალიძის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელბი ზაზა სარალიძის ბრალდებაზე, სადაც ის ქუთაისის მერიას ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

"ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლით განსაზღვრული დანაშაული, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი", - ამბობს ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიგა შუშანია. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მერიის წარმომადგენლები ქუთაისში მისი ცოლის ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებიათ, რომ მისი ოჯახის წევრები  პროცესებს გამიჯვნოდნენ.

მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერშიც.

"ზუსტად არ ვიცი მერი იყო თუ მისი მოადგილე. ჩემი ოჯახის წევრებთან მივიდა და შემოვლითი გზით ცდილობდნენ ჩემთან კომუნკაციის დამყარებას. უთხრეს, შენ და შენი და ხომ არ გააკეთებთ რამე კომენტარსო. აძალებდნენ ფაქტიურად ადამიანს, რომ ჩემს წინააღმდეგ გაეკეთებია კომენტარი",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციაზე ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეუღლეს უცნობი პირები ქუჩაში დაყვებიან და უთვალთვალებენ.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

ამავე თემაზე:

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

"ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს" - ქუთაისის მერია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.