ახალი ამბები
ატესტატის მიღებას 2018 წელს სკოლადამთავრებულები 25 ივნისიდან შეძლებენ
FaceBook
2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, რომელთაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის აღება 2018 წლის 25 ივნისიდან შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია. სწორედ იუსტიციის სახლს უნდა გადაეგზავნოს სკოლადამთავრებულთა სია, რის შემდეგაც ატესტატების გაცემის პროცესი დაიწყება.

დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის დაწესებულებაში

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

თუ რა  ვადებშია ატესტატს მიღება შესაძლებელი და რა დოკუმენტებია წარსადგენი ვრცლად ნახეთ აქ. 

წყარო: edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.