ახალი ამბები
შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს
FaceBook
ჭიათურაში მოშიმშილეები ხელისუფლებას მათ მიმართ უყურადღებაში ადანაშაულებენ. ისინი უკვე ცხრა დღეა შიმშილობენ და ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. 

"ამ დრომდე არავინ დაინეტერესებულა ჩვენით, არავის უკითხავს რა გვიჭირს ან რატომ გვაქვს ეს მოთხოვნა. ცხადია, ვგულისხმობთ სახელმწიფო უწყებებს", - ამბობენ მოშიმშილეები. 

შსს-ს პრესსამსახურში  გვეუბნებიან, რომ საკითხს მოიკითხავენ. თუმცა, კონკრეტული პასუხი დაიწყეს თუ არა ფაქტზე გამოძიება ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. 

რაც შეეხება საქართველოს პროკუტურას, ჯერ გვითხრეს, რომ ამ საკითხში მათი უწყება არაფერ შუაში იყო და აღნიშნულზე შსს-სთვის უნდა მიგვემართა, შემდეგ კი განმარტეს:

"შემოიტანეს განცხადება კონკრეტულ დარღვევებზე? პეტიცია არის სხვა რაღაცა. წესია ასეთი, შემოიტანონ განცხადება, სადაც მიუთითებენ თუ რა დარღვევები ჰქონდათ მათ მიმართ პოლიციელებს და დაიწყება, ამას მიეცემა მსვლელობა", - ამბობს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის  უფროსი, ნათია სუხიაშვილი. 

ჭიათურაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დაცველის აპარატი დაინეტერესდა.  

ომბუდსმენის აპარატში განგვიმარტეს, რომ  საკითხს სწავლობენ და სიტუაციის გასაცნობად ადგილზეც იმყოფებოდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ჭიათურაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავს იკავებენ. 

პოლიციელების მხრიდან ადამიანების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტების გამოვლენაზე საია უკვე ჩართულია. 

"რაშიც მოითხოვა ხალხმა იმ ნაწილში ჩვენ ჩავერთეთ, სადაც ადამიანების უფელებების დარღვევა მოხდა. ერთი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული, დანარჩენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ და გამოუშვეს. ამ  ეტაპზე შეფასების გაკეთება არ შეგვიძლია", - ამბობს საია-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზაალ გორგიძე. 

საპროტესტო აქციების შემდეგ ჭიათურაში ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მეცხრე დღეა ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთი მათგანი ქუთაისის ციხეში, რომელიც 26 მაისს დააკავეს. 

ადგილობრივებს აღნიშნული თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტიციაც აქვთ გაგზავნილი. აგროვებენ ხელმოწერებსაც. იმისთვის ხმა მიაწვდინონ, ისინი შინაგან საქმეთა ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის გარდა, ჭიათურელების მოთხოვნაა მიმდინარე წლის მაისში დაკავებული, თემურ გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება.


ამავე თემაზე:

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.