ახალი ამბები
13 ივნისიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით დასავლეთ საქართველოში 13 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.
13, 14 და 15 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. მაქსიმალური ტემპერატურა 16 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია მოიმატოს 34-36 გრადუსამდე.

რაც შეეხება, 11-12 ივნისს დასავლეთ საქართველოში, საღამოსა და ღამის საათებში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

"მოსალოდნელია, ასევე, ცვალებადი მიმართულების ქარი, დაახლოებით 8-13 მეტრ წამში. ჰაერის მაქსიმლაური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 27-32 გრადუსი იქნება, სანაპირო რაიონებში 25-27 გრადუსამდე სითბო, მთიანში - 26-28 და მაღალმთიანში -20-22 გრადუსი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

17 ივნისიდან ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია გაწვიმდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.