ახალი ამბები
რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)
FaceBook
დაუცველი უსაფრთხოება, არასრულყოფილი დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობები  - ეს ის დარღვევებია, რომელიც ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ დასკვნაში არის მითითებული. 30 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილი ქუთაისიპოსტმა მოიპოვა.  კიდევ რა დარღვევებზეა  საუბარი ექსპერტიზის დასკვნაში, დოკუმენტს მერიიდან მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს.

შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია.

"ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირი და დამონტაჟებულია გაზქურა, მაგრამ მისი შეერთება ვერ ხერხდება, ვინაიდან საცხოვრისის ოთახები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ბუნებრივი აირის უსაფრთხოების ექსპლოტაციაზე", - ნათქვამია დასკვნაში.





გარდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა, ექსპერტებმა ცდომილება იპოვეს კომპანიის მიერ ბენეფიციარებისთვის გადაცემული ბინების საერთო ფართის რაოდენობასა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ციფრებს შორის.

დასკვნის მიხედვით, კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტში 4658 კვ.მ მიუთითა, ექსპერტების მიერ ჩატარებული აზომვითი ნახაზით კი ირკვევა, რომ სინამდვილეში ოჯახებს 369 კვ. მ -ით ნაკლები გადაეცათ.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა შენობაში შესრულებული კონკრეტული სამუშაოების რეალური ღირებულება, რადგან, დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ მათთვის წარდგენილ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა სამუშაოების სრულყოფილი ხარჯთაღრიცხვა.

შესაბამისად, ექსპერტებმა ვერ დაადგინეს ვისგან და როდის შეისყიდა კომპანიამ ავეჯი, ტექნიკა და სხვა ინვენტარი.  მათ საბაზრო ფასის მიხედვით მოუწიათ გამოეთვალათს ის ხარჯიც, რაც კომპანიას უნდა გაეწია ენერგოდამცავი ტექნოლოგიების მოწყობაზე, რაც საბოლოო ჯამში მას შეთანხმების მიუხედავად არ გაუკეთებია.

არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, ექსპერტებმა ასევე  ვერ დაადგინეს კონკრეტულად რა სახის სამუშაოები ჩატარდა შენობაში. დასკვნის მიხედვით, ხილულად იკვეთება შენობის მხოლოდ მოპირკეთებითი სამუშაოები, სადაც ჩანს დეფექტები კარებისა და ფანჯრების ბლოკების ჩამაგრებებსა და მოწყობილ კერამიკულ ფილებზე.

დასკვნის მიხედვით, მშენებლობის პროექტი მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას არ შეესაბამება.

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული დასკვნის გაცნობა, დღეს თავშესაფრის მცხოვრებლებმა მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე მოითხოვეს, თუმცა, მერიაში მათ განუმარტეს, რომ დასკვნას მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დაცვით მიიღებენ.

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებისა და მერის მოადგილეების შეხვედრა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დასკვნა უკვე გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა, კონკრეტულად რომელ უწყებას, არ აკონკრეტებენ.

მერიაში ასევე არ საუბრობენ იმაზე, დასკვნის რა  ნაწილი საჭიროებს სამართლებრივ მოკვლევას და ეხება თუ არა ეს შენობის რეკონსტრუქციისთვის დახარჯულ თანხას.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 8 თვეში კი შენობაში ჭერი სამჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:


"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებული
სოფიკო  კიკაჩეიშვილი,  რუსთაველზე აქციაზე შეკრებილების
მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
17:10 / 25.06.2019
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებული სოფიკო  კიკაჩეიშვილი,  რუსთაველზე აქციაზე შეკრებილების მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
რუსეთის
მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე გაკეთებული 
განცხადების მიუხედავად, ქუთაისში, საოჯახო სასტუმროების ნაწილისთვის
სურათი უცვლელია.
15:02 / 25.06.2019

რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე გაკეთებული  განცხადების მიუხედავად, ქუთაისში, საოჯახო სასტუმროების ნაწილისთვის სურათი უცვლელია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ქუთაისში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ევროპის ქვეყნებიდან შემოვიდა. 
ქუთაისის საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას მხარი 118 დელეგატმა დაუჭირა. 
“მე არ მჯერა სანტა კლაუსის. ის რომ არსებობდეს სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა“.
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.
ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელები ტოვებენ.
ქუთაისის მერია, ტურისტულ სეზონში მხარადჭერის მიზნით დაძმობილებულ ქალაქების  ხელმძღვანელებთან მიმართვას გეგმვას.
დღეს, აქცია ვასილ კიკვიძის ძეგლთან მსვლელობით დასრულდა, სადაც  ძეგლს მისი აღების მოთხოვნით ნაჭერი დააფარეს.