ახალი ამბები
ქუთაისში მამაკაცს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე, ტრაილერმა შუახნის მამაკაცს გადაუარა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ზებრაზე  გადადიოდა, რა დროსაც იგი მძღოლმა ვერ შენიშნა. ქვეითად მყოფი ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე თქმით,  ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილის მიტოვებას აპირებდა, თუმცა, მოქალაქეებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

"წინ გადავუდექით და არ მივეცით გაქცვევის საშუალება, ანდა რა ნამუსით უნდა გაქცეულიყო, თავი წაცალა ადამიანს და სისხლის გუბე დააყენა" , – ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილიდან
3 მაისამდე ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა
ეტაპობრივად შეიზღუდება, რის გამოც შეიცვლება მუნიციპალური
ავტობუსების სვლაგეზებიც.
18:34 / 27.04.2026
ქუთაისში „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილიდან 3 მაისამდე ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, რის გამოც შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სვლაგეზებიც.
წამალი ბავშვებს — ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.
17:02 / 25.04.2026
წამალი ბავშვებს — ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.