ახალი ამბები
„ნუ დაფარავთ ჩვენი ქალაქის სიამაყეს“ - ისტორიული პანოს ავტორის ოჯახის პროტესტი
FaceBook
ქუთაისში, "მწვანე ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ პანოსთან დაგეგმილ მშენებლობას, სკულპტურის ავტორის ოჯახი აპროტესტებს.
პანოს შემსრულებლის მეუღლემ დღეს საკრებულოს სხდომაზე,  საკითხზე სასაუბროდ დრო მოითხოვა.

"მოგმართავთ თხოვნით, რომ იქ ნუ ააშენებთ რამეს.  თუ ასე აუცილებელია, მაშინ დამეხმარეთ, რომ პანო გადავიტანო სხვაგან. ნუ დაფარავთ ჩვენს საამაყო პანოს", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სვეტა ნებიერიძემ.

პანოს ავტორის მეუღლეს მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ უპასუხა. მისი თქმით, მშენებლობა პანოს არ დაფარავს.

"მინდა გითხრათ, რომ არც ძველი პროექტი ფარავდა პანოს, მაგრამ ახალი ვერსია კულტრული მემკვიდრეობის სააგენტოშია გაგზავნილი და ველოდებით მათგან რეკომენდაციებს", - განაცხადა იუზა უგულავამ.

"მწავნე ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარს ბაზრის ადმინისტრაცია აწყობს.

შპს "ფარს"  პანოს ტერიტორიაზე 250 კვ.მ. ფართი 15 წლიანი იჯარით 2017 წლის აგვისტოში გადაეცა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ადგილზე ერთსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქცია უნდა აშენდეს, სადაც ღია კაფე განთავსდება.
ამასთანავე, "გვირაბი 95"-ის ამოსასვლელთან არსებულ ტროტუარზე "ფარმა" პავილიონი უნდა გააკეთოს.

შპს "ფარს" მოგვიანებით ქუთაისის საკრებულომ დამატებით 25კვ.მ გამოუყო, რაც საკრებულოს ოპოზიციამ გააპროტესტა.

აღმასრულებელმა მაშინ თქვა, რომ სინამდვილეში ტერიტორიის დამატება არ მომხდარა და შპს-ს ტერიტორიის ნახაზი არასწორად ჰქონდა წარმოდგენილი, რაც გასწორდა.


ამავე თემაზე:

შპს "ფარს" ღია კაფის მოსაწყობად ფართი 25-ის ნაცვლად 15 წლიანი იჯარით გადაეცა

ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან ღია კაფე აშენდება





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.