ახალი ამბები
არდადეგებზე საკითხავი წიგნები მოსწავლეებს – ქართველი ავტორების სია გიორგი კეკელიძისგან
FaceBook
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო. გართობასა და დასვენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ არდადეგების პერიოდში მოზარდი სასიამოვნოს სასარგებლოს უთავსებდეს და ახალ სასწავლო წელს მოტივირებული შეხვდეს. მშობლებისთვის არ არის მარტივი საქმე იმ საკითხავი ლიტერატურის შერჩევა, რომელიც მოზარდს წიგნის კითხვას საინტერესო და არა მომაბეზრებელ პროცესად აქცევს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წიგნები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ავარჩიოთ, რადგან სწორედ ამ ასაკში ეყრება საფუძველი მის სიყვარულს კითხვის მიმართ. არასწორად არჩეულმა ნაწარმოებმა, რომელიც ასაკს არ შეეფერება, შეიძლება, ბავშვს წიგნთან „ურთიერთობის“ სურვილი მთლიანად გაუქროს

EDU.ARIS.GE -მ დახმარებისთვის მწერალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს მიმართა, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ქართველ ავტორთა ნაწარმოებების მისეულ სიას გვთავაზობს:

1.არჩილ სულაკაური „სალამურა“– ზღაპარი ყველა დროის საუკეთესო ქართულ ლიტერატურულ ზღაპრად ითვლება. მისი მთავარი გმირია სალამურა, რომელმაც პრინცისგან მეგობრის დასახსნელად ქვეყანა შემოიარა.

2.ლევან ბოლქვაძე „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ – წიგნის შესახებ ფილოსოფოსი გიგა ზედანია წერს: „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის.“

3. ზაზა თვარაძე „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“. 2009 წელს წიგნს ლიტერატურული პრემია გალა მიენიჭა.

4. გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები – მწერალი ზღაპრებს ტრადიციული –„იყო და არა იყოთი“ არ იწყებს, ფიქრობს, რომ ბავშვებს ზედმეტი აღწერები არ მოსწონთ და ეს მათ ღლის. „ხეები“, თეთრსულელა“, „პატარა დინოზავრი“, - ეს იმ ლიტერატურული ზღაპრების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც მწერალმა საკუთარი ფიქრები ზღაპრებად აქცია.

5. მაყვალა მრევლიშვილის ლექსები – ლექსები ტელესკოპზე, დედაზე, მეგობრობაზე, ცხოველებზე და ა.შ. მაყვალა მრევლიშვილს ერთ-ერთ გამორჩეულ საბავშვო ავტორად აქცევს.

წყარო: EDU.ARIS.GE
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.