ახალი ამბები
ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს
FaceBook
მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. კერძოდ, მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა.

ბახტაძემ ვადაგადაცილებაზე ჯარიმების/სანქციების ლიმიტის პრინციპი განმარტა:

"რაც შეეხება, ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა", - თქვა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

25 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.

მან ის 5 ძირითადი პრინციპი ჩამოთვალა, რომელსაც მთავრობის ინიციატივა ეფუძნება. ესენია:

1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავისი მომხმარებლისგან;

2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს, ე.წ. "მევახშეებს" ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.

3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული რეგულაცია 100%-სა.

4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.

5. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, - ყველა, ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით.
სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციები უკვე ამოქმედდა, რომლის მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ.

წყარო: imedinews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.