ახალი ამბები
ქუთაისში მდებარე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა
FaceBook
ქუთაისში მდებარე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა.
მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.

კადეტებს სიტყვით მიმართა ასევე, ლიცეუმის დირექტორმა, რომელმაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას ლიცეუმის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

მოგვიანებით ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო მოღებით გაგრძელდა. კადეტებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს და თვითნაკეთი ნივთები წარუდგინეს.

2018 წელს ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.