ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა. 
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ესაუბრა. დავით წიტაიშვილის თქმით, ის ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. 

"ყველა ასაკობრივი ჯგუფის მშობელს შეხვდი. მართალია,  ბაღში შეწამვლითი სამუშაოები დასრულებულია. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, შენობაში დიდი ხნის წინ კედელზე გაკეთებულ პლასტიკატებს ვხსნით, რომ რაიმე კერა არ იყოს და საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი," - ამბობს წიტაიშვილი.

მისივე თქმით, ის ბავშვები კი რომლის მშობლებიც ისურვებენ სწავლა გააგრძელონ, ქუთაისის სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან. 

ქუთაისის მე-17-ე  ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამო 23 მაისს შეწყდა. ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებდნენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი შეწყდა





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.