ახალი ამბები
12 წლის ქუთაისელი გოგონა კარნეგი ჰოლში მიიწვიეს
FaceBook
ანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა.
12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურიატის წოდებაც მიენიჭა.

ამჟამად პატარა ვიოლინისტი ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ანი წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „AMERIKAN PROTÉGÉ” მეორე პრემიის ლაურიატი გახდა და ივნისის ბოლოს კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზეც მიიწვიეს. კონცერტზე იგი დიმიტრი კაბალევსკის სავიოლინო კონცერტს შეასრულებს.

„ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა კარნეგი ჰოლში დაკვრა. ერთ თვეში გავემგაზვრები ამერიკაში და ცოტა ვღელავ კიდეც. იმედია წინ კიდევ ბევრი კონცერტი და საინტერესო გამოსვლები მელოდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე",  - ამბობს 12 წლის შემსრულებელი.

ანიმ მუსიკისადმი სიყვარული პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა და 4 წლისა ვოკალზე შეიყვანეს. მალე ეროვნული კონკურსის „ჰარმონია“ -ს ლაურიატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ქართული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 6 წლისა მისივე სურვილით ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით.

ანი ყოველთვის დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას კონცერტებსა თუ კონკურსებში. 2013 წელს 7 წლის ასაკში თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე I პრემიის ლაურიატი გახდა. ამავე წელს,  საერთაშორისო კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ მიენიჭა ლაურიატის წოდება და ნომინაცია „პატარა ვირტუოზი“ 8 წლისამ ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი რთული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მუდამ ხვდება საპრიზო ადგილებზე.

წლევანდელი წელიც, როგორც სხვა დანარჩენი, მოზარდისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა და იგი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. ანი გატაცებულია თეატრით და ოპერით. ის ბუნების დიდი მოყვარულია, უყვარს მცენარეები ყვავილები და ცხოველები, ჩართულია არაერთ სასკოლო პროექტშიც. ნიკო ნიკოლაძის ბენდშიც ანი ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია და იმედი აქვს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.