ახალი ამბები
ჯობია განგაშის ზარები შემოკრათ - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ იმერეთში მუშაობა დაიწუნა
FaceBook
"აღარაფერს ვამბობ სოფლის დახმარების პროექტებზე და ასევე, ინფრასტრუქტრული სამუშაოების უკვე განხორციელებული პროექტების ხარისხზე"

საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. დაგეგმილი პროექტების შესრულებაში პრობლემებია იმერეთის რეგიონშიც - აღნიშნული განმარატება დღეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედარზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გააკეთა.  
"ქვეყნის მასშტაბით 70 მლნ ლარზე არის დაკონტარქტების პრობლემა. იქნებ გვითხრათ, რა ხდება ბატონებო, ძალიან ცოტა არის შესრულება იმის გათვალისწინებით რა ინფორმაცია თქვენგან მივიღეთ. წლის ბოლოს საყვედურებს ჯობია, თქვენი მხრიდან განგაშის ზარები შემოკრათ და სამუშაოები შევასრულოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინფრასტუქტურის სამინისტროს მონაცემებით, იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პრობლემა ტყიბულსა და საჩხერეშია. ასევე, პრობლემებია სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სულ 2 მლნ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ამ დროის მდგომარებით კი მხოლოდ 400 ათასი ლარია ათვისებული.
"არც ისე საგანგაშო მდგომარეობაა ჩვენთან, როგორც თქვენ ამბობთ. ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ პრობლემები შეგვიქმნა ელქტრონულმა ტენდერმა, რადგან მოგეხსენებათ  მას თავისი ვადები აქვს. ამ დროისთვის სულ ხორციელდება 7 პროექტი, აქედან 2 მუშა მდგომარეობაშია", - ასე მიმართა შეხვედარზე მინისტრის მოადგილეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ. მან, ასევე, პირობა დადო, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს 2 მლნ 200 ათასი ლარის (90 პროცენტი) შესრულება იქნება.
შერგელაშვილმა ასევე, დაიწუნა სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაც.
"აღარაფერს ვამბობ სოფლის დახმარების პროექტებზე და ასევე, ინფრასტრუქტრული სამუშაოების უკვე განხორციელებული პროექტების ხარისხზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თენგიზ შერგელაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლებს სამუშაოების დროულად შესრულებისკენ მოუწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.