ახალი ამბები
საზოგადოების ნაწილში სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა - საპატრიარქო
FaceBook
მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა, - ამის შესახებ საქართველოს საპარტიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა, თუმცა, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ.

"ჩვენი მოქალაქეები შეძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამია გუშინდელ განცხადებაში.

წყარო:interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.
09:40 / 17.10.2021
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.
13 ოქტომბერს, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის
15:16 / 16.10.2021
13 ოქტომბერს, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის "ფიდე" ორგანიზებით, საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე chess.com მსჯავრდებულთა შორის პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.