ახალი ამბები
"მოგვატყუეს" - ქუთაისში მოსახლეობა მერიას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩის მე- 4 შესახვევში მცხოვრებლები აქციებით იმუქრებიან. 
ადგილობრივების პრობლემა უკვე ათი წელია, შესახვევის ამორტიზებული გზის საფარია. 

"ათასჯერ მოგვატყუეს, არ გვაგდებენ არაფრად და მხოლოდ ტყუილებს გვაჯერებენ," - ამბობს ადგილობრივი ნინო დაშნიანი. 



"მრავალი დაპირების მიუხედავად, ყოველი წვიმის დროს გვეტბორება სარდაფები. არაადამიანურ, სამარცხვინო პირობებში ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ ქუჩაში უცხოელები იყვნენ სტუმრად და თავი სოფელში ეგონათ. ვიცით, რომ ხელისუფლებას ტურიზმის აყვავება უნდა და ასეთ სიტუაციაში სასაცილოდ ჩანს ეს ქალაქი, ტურისტების თვალშიც და  ჩვენს თვალშიც," - ამბობენ კლდიაშვილის მეხუთე შესახვევში მცხოვრებლები. 

მათივე ინფორმაციით,  ქუჩაზე ასეთი მდგომარეობა მას შემდეგაა, რაც წყლის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ამ დრომდე მოუწესრიგებელი რჩება სანიაღვრე ქსელი და გზა, რომლის შეკეთების პირობა მათთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ წელს, წინასაარჩევნო პერიოდში დადეს.

"არ შევწყვეტთ ჩვენი მოთხოვნების გაჟღერებას იქამდე ვიდრე არ შეასრულებენ დანაპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ აქციებსაც მივმართოთ," - ამბობს ადგოლობრივი მეგი კუხიანიძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კლდიაშვილის მე-4 შესახვევი ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო გზების ნუსხაში არაა ჩასმული. 

"აუცილებლად ჩაისმება. ქუთაისის მერიამ აღნიშნულ გზაზე ანაფრეზი შეიტანა იმისთვის, რომ ვიდრე გზა დაიგება მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას," - აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესცენტრში.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში, ძირითადად, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს. თუ რომელი ქუჩების გზის საფარის შეკეთება იგეგმება წელს ნახეთ აქ.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალში გეგმის დამტკიცებისას, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.