ახალი ამბები
რა შეიცვალა სესხის აღების მსურველთათვის საქართველოში
FaceBook

საქართველოში სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.

ახალი რეგულაციები საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით ამოქმედდა. რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს მსესხებელთა გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ. ახალი დებულება სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის.

პროექტის თანახმად, დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე, კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო, სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხებისა.

"დაუშვებელია ისეთი სესხის, კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება 6 თვეს იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო 3 თვეს სხვა ტიპის სესხების, კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ პროექტში.

სებ - ის ცნობითვე, დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება დაექვემდებაროს შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.

სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ პროექტის სრულად ნახვა შემდეგ ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი: www.nbg.gov.ge

 


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.