ახალი ამბები
გივი ჭიჭინაძეს დეპუტატის მოწმობას 19 მაისამდე გადასცემენ
FaceBook
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ კანდიდატს, იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს, პარლამენტის დეპუტატის მოწმობას 19 მაისამდე გადასცემენ.
ცესკოს,  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაქვეყნებლად ვადა 17 მაისამდე აქვს, რის შემდეგაც, გამარჯვებულ კანიდიდატს შესაბამისი მოწმობა 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს, თუმცა ეს, შესაძლოა, უახლოეს 2-3 დღეშიც მოხდეს. 

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, 7 მაისი არის კენჭისყრასთან დაკავშირებით შედგენილი საჩივრების გასაჩივრების  ბოლო ვადა. ხვალ კი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ.

"სხდომის შემდეგ ორი დღის ვადაში უკვე შეგვიძლია დროებითი მოწმობა გადავცეთ გამარჯვებულ კანდიდატს. 19 მაისი არის უკიდურესი ვადა, თუმცა, ეს  შესაძლოა უფრო ადრე მოხდეს", - ამბობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში. 

ვანისა და ხონის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად 2015 წლის 23 თებერვალს დაინიშნა.

საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ, ამ დრომდე მის მოვალეობას ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ წარადგენენ  პოსტზე  იმერეთის ახალ გუბერნატორსაც. თუმცა,  უცნობია იქნება თუ არა ეს გრიგოლ დალაქიშვილი.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ ვინ  ან როდის დაინიშნება  გუბერნატორის პოსტზე. ამბობენ, რომ ახალი გუბერნატორის წარდგენა უახლოეს დღეებში არ იგეგმება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.