ახალი ამბები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჩაის პლანტაციებს მეწარმეებზე იჯარით გასცემს
FaceBook

საშუალოდ  1 კგ ჩაის ფოთოლზე  1 ლარი და 20 თეთრი არის განსაზღვრული.


საქართველოში ჩაის პლანატაციები ყოველწლიურად ნადგურება, რომელსაც მიხედვა და  რეაბილიტაცია სჭირდება. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს  ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში გამართულ ENPARD საქართველო და მისი პარტნიორები ჩაის სექტორის პირველ რეგიონალურ ფორუმზე განმარტა.

 

ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

"არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ჩაის პლანატაციების აღდგენას. მართალია, ეს იმ მასშატბით არ მოხდება,  რაც იყო წლების წინ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს", - აღნიშნა შეხვედრაზე თენგიზ სვანიძემ.

საქართველოს  ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგელების განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინიტრის მიერ  2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 18 ათასი ჰექტარი  ჩაის პლანტაცია იყო. თუმცა, მიმდინარე წელს ანალოგიური კვლევის მიხედვით ჩაის პლანატაცია მხოლოდ 10 ათას ჰექტარზეა.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, ჩაის პლანტაციების  ნაწილი სახელმწიფო საკუთრება, ხოლო ნაწილი კერძოა.

შეხვედარზე განმარატეს, რომ  პლანატაციების რეაბილიტაციის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციების მეწარმეებზე იჯარით  გაცემა მოხდება. რაც შეეხება, ანაზღაურებას, შეხვედარზე აღნიშნეს  ეს ხარიხსის მიხედვით მოხდება, საშუალოდ, კი 1 კგ ჩაის ფოთოლზე  1 ლარი და 20 თეთრი არის განსაზღვრული. სასტუმრო "ბაგრატში"  საქართველოში წარმოებული  ჩაის გამოფენაც მოწყო.

ქუთაისში გამართულ ჩაის სექტორის რეგიონალურ ფორუმს  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მაღალი ოფიციალურის პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრენენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.