ახალი ამბები
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2 მაისს გაიხსნება
FaceBook
"ვენდისის" რესტორნების ქსელის ახალი ფილიალი ქუთაისში 2 მაისს გაიხსნება. "ვისოლ ჯგუფში" რომლის დაქვემდებარებაშია ვენდისის რესტორნების ქსელი, აცხადებენ , რომ 2 მაისს რესტორანი პირველ სტუმრებს მოემსახურებათ.

"გახსნას ვისოლ ჯგუფის ხელმძღვანელები, "ვენდისის" რესტორნების ქსელის წარმომადგნელბი და ჩემი ინფორმაციით, ქუთაისის მერიც დაესწრება", - ამბობს რესტორნების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რუსუდან კბილაშვილი.

მისი თქმით, რესტორანში ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან.

"ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიაა. რა თქმა უნდა, "ვენდისი" და "დანკინ დონატსის" რესტორნაში ადგილობრივი კადრებს დავასაქმებთ", - ამბობს რუსუდან კუბლაშვილი.

ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2015 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. თუმცა, სამუშაობი რამდენჯერმე შეჩერდა.

ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა, ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

მშენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით, რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.