"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"
10:38 / 22.04.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,
დიმიტრი ხუნდაძემ ტყიბულში მეშახტეების მდგომარეობას გაეცნო.
მისი თქმით, წარმოების ხელმღვანელებმა შახტაში არსებულ მდგომარეობაზე
ისაუბრეს.
"მთავარი არის, რომ უნდა იყოს სიცოცხლე დაცული, პირობები კი ყველას
შესაქმნელია, როგორც წარმოების ხელმძღვანელის, ასევე საკანონმდებლო
ორგანოსი და ცენტრალური ხელისუფლებისაც" - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
ტყიბულში "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მუშაობის აუდიტს
საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია
განახორციელებს.
როგორც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა
ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის
დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია
მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და ამის შემდეგ მოხდება
შეჯერება, რამდენად უღირს კომპანიას ადგილზე ოპერირება
განახორციელოს.
"ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ
არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ
რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა
მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო
შედეგი მაინც დადგა", - განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე
ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია
დასაქმებული.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში ხუთ აპრილს, გამთენიისას მოხდა.მინდელის
სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები