ახალი ამბები
სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაობისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1 120 676 ღირებულების ტენდერი (DAP170000192) გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდა  კომპანია შპს ელიტ ბილდერს გრუპმა 949 767 ლარზე მოიგო. 

„პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი - ჟონეთის მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო სკოლას,“ - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილი.

სოფელ ჟონეტში უხვი ნალექის გამო მოდიდებული მდინარე ადგილობრივების სახლებს და კარმიდამოებს სისტემატიურად ტბორავს, მოსახლეობას მოვარდნილამა წყალმა გასულ წელს მოსავალიც გაუნადგურა. ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვდნენ.

ტენდერის მიხედვით ადგილზე სამუშაოები ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

ნაწილობრივ ანაზღაურებული ზარალი და საშიშ ზონაში დარჩენილი მოსახლეობა

წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)

სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის ნაპირის გამაგრება მოხდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.