ახალი ამბები
ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერისტეტის სამშენებლო ადგილზე, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს, წლიდან წლამდე არსებითად არაფერი იცვლება.
პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც, პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ გასცდა.



ფონდ "ქართუს", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია. ქუთაისის მერიას ადგილზე მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და მიწის სამუშაოების წარმოებაზე აქვს ნებართვა გაცემული. რაც შეეხება პროექტს, ადგილობრივ თვითმმათველობაში ამბობენ, რომ ფონდის მიერ ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.

ფონდ "ქართუში" არ მიაჩნიათ, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.

"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე  ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი", - ამბობს ფონდი "ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი.

სამაგიეროდ, ცაგარელი არ უარყოფს, რომ დიდი დრო სჭირდება პროექტის შემუშავებას, თუმცა, ამას მისი მასშტაბურობით ხსნის.

"პროექტზე გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ და მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ჩვენ ვცდილობთ შევიმუშაოთ ოპტიმალური მოდელი. ის, რომ შენობები არ დგას, იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს. მაისში უკვე დაიწყება ინტენსიური სამუშაოები", -ამბობს ვახტანგ ცაგარელი.

ასეთი დაპირება "ქართუმ", უნივერსიტეტის მშენებლობის დაანონსებიდან დღემდე, რამდენჯერმე გასცა. ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა,  თუმცა, როგორც ირკვევა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც კი არ არსებობდა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილი "ქუთაისიპოსტმა" ბოლოს ერთ თვის წინ მოინახულა. მაშინ სამშენებლო ტერიტორიაზე ერთი ფიცრული იდგა, გასასვლელი კი რკინის ბადით იყო შემოღობილი.

ერთი თვის შემდეგ, ადგილზე ტექნიკა დაგვხვდა, თუმცა,  დარაჯმა, რომელიც იქ ერთადერთი დასაქმებულია, გვითხრა, რომ ტრაქტორი ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაიყვანეს და შემდეგ ისევ დააბრუნეს. ინტენსიური სამუშაოები კი არ მიმდინარეობს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ.  განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

60 000 სტუდენტზე  გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე  დაიხარჯება, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ". 


ამავე თემაზე:


ადგილი, სადაც ერთ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.