ახალი ამბები
ქუთაისის მერია სკოლების რეკონსტრუქციას იწყებს
FaceBook
ქუთაისში თვრამეტ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაობი ჩატარდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები  ქუთაისის მეორე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე,  #13-ე;  მე-15-ე;  #2-ე; #23-ე;  #25-ე ; #26-ე;  #28-ე;  #29-ე;  #31-ე;  #33-ე;  #34-ე;  #35-ე; #38-ე და მეორმოცე სკოლაში მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს.

სასწავლებლებში უნდა შეკეთდეს სახურავი, მოწესრიგდეს სველი წერტილები, ხოლო  მეორმოცე საჯარო სკოლაში მეოთხე სართულზე, არსებული, მინის ბლოკებით შემდგარი დაზიანებული კედლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი კედლის მონტაჟი უნდა მოხდეს.

სხვადასხვა სამუშაობის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ქუთაისის მერიამ 10 000 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT180005886) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ჩამოთვლილი სამუშაობი ნახაზები, პროექტები და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. ელექტრონულ შესყიდვაში განცხადების მიღების ვადა 30 აპრილს მთავრდება.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება ქუთაისის მერიას განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან დაევალა. 

მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს ეტაპობრივად დაიწყებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მომავალ წელს სამ სკოლას (N 25; N 19; N 9) ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას, 2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N 20) და ამდენივეს შეკეთება (N 23, N 16, N 24) იგეგმება 2021 წლისათვის.

სამინისტრომ სკოლების რეკონსტრუქციისთვის 200 000 ლარი გამოყო. ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს გარდა, ქალაქში რვა სკოლას შეკეთება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით ჩაუტარებენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.