ახალი ამბები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქუთაისის მერია სახლის სახურავებს შეუკეთებს
FaceBook
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლის დაზიანებული სახურავების რეკონსტრუქციას გეგმავს. ამ მიზნით მერიამ 30 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა (NAT180005523) უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის სახურავი სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს შეუკეთდება.

ნახეთ მისამართების ჩამონათვალი:



ტენდერში გამრჯვებული კომპანია ვალდებულია, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეკონსტრუქციისთვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა მოამზადოს.

ასეევე, პროექტი უნდა შეიცავდეს განმარტებით ბარათს, სადაც ყველა სახის სამუშაო დეტალურად უნდა აღიწეროს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. ელექტრონულ შესყიდვაში წინადადებების მიღების ვადა 17 აპრილს იწურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.