ახალი ამბები
მერია ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას სამედიცინო ტექნიკას შეუძენს
FaceBook
ქუთაისის მერიამ მეოთხე პოლიკლინიკისათვის სამედიცინო მოწყობილობის შესაძენად 16 060 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვაზე (NAT180005526) წინადადების მიღება 18 აპრილს მთავრდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ულტრაბგერითი ძვლის დენსიტომეტრის, ჰოლტერისა და სპირომეტრის აპარატების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ასევე, ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. 2015 წლის ნოემბერში კლინიკის თანამშრომლები მერიასა და ამავე კლინიკის დირექტორს დაუპირისპირდნენ. ისინი მერიას დირექტორის ერთპიროვნულ დანიშვნაში ადანაშაულებდნენ.

"მოსვლის დღიდან დირექტორი ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე, დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს ადამიანებს, რომლებმაც როგორც იტყვიან ჩვენი ზურგით მოვიტანეთ დღემდე პოლიკლინიკა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიკლო ხელფასები და გაანთავისუფლა კვალიფიციური თანამშრომლები. შტატები გაიზარდა და დაინიშნა მერიის ჩინოვნიკების ნათესავები მაღალი ანაზღაურებით. ირაკლი ბრეგაძე ამ ყველაფერს ხსნის იმით, რომ ვალი გვაქვს მერიის (არ ვიმყოფებით მერიის დაფინანსებაზე) და თითქოსდა მერია ითხოვს საკმაოდ სოლიდურ თანხას (დავალიანება არ დასტურდება არანაირი დოკუმენტით) და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებულ თანხას, რომელიც სრულიად ბენეფიციარების მომსახურეობისათვის არის გათვლილი და არა "ატკატებისათვის", - ამბობდნენ მაშინ პოლიკლინიკის თანამშრომლები. 

ამავე თემაზე: 

ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკის თანამშრომლები - მერმა დირექტორი ერთპიროვნულად დანიშნა

ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.