ახალი ამბები
ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი - გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
ქქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი რკინიგზის სადგურით, აეროპორტით და სასტუმროების ქსელით - ამის თაობაზე პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 
საუბარია, ქუთაისის აეროპორტის სარკინიგზო მაგისტრალის  პროექტზე, რომლითაც საქართველოს ყველა წერტილი ქუთაისს დაუკავშირდება. 

პრემიერის  თქმით, პროექტი მოდიფიცირებული სახით 20 19 წელს დასრულდება, რადგან ამას გარკვეული დრო დასჭირდა. 

"პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე, ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. პირველადი ვერსიით, რკინიგზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე, რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე, რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის. იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ. 2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით, რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ", – განაცხადა პრემიერმა.
ქუთაისში დავით აღმაშენებლის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.