ახალი ამბები
"დისკრიმინაციული ხასიათისაა" - სახალხო დამცველის აპარატი საკრებულოს წევრის პოსტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის პირად სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტს სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციულ განცხადებად აფასებენ.  საუბარია, ოთარ ლორთქიფანიძის პოსტზე, რომელიც მან 17 მარტს გააზიარა. 

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი "ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტი ჰომოფობიური შინაარსისაა.


"დეპუტატის ეს გამონათქვამი ჰომოსექსუალების მიმართ ჰომოფობიის წამახალისებელია, ისეთი შინაარსის პოსტის დადება სადაც ნათქვამია, რომ რაიმე ნიშნით ადამიანს რომელიმე სტრუქტურასთან შეხება ეკრძალება დისკრიმინაციული ხასიათისაა. ამ პოსტს ანგარიშის დროს აუცილებლად განვიხილავთ," - ამბობს შუბაშვილი.

ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტი გააზიარა, სადაც დაწერა
რომ ჰომოსექსუალებს უფლება არ აქვთ ურთიერთობა ჰქონდეს საპატრიარქოსთან.

თავად დეპუტატი ამბობს, რომ ხსენებული განცხადება პირად სოციალურ ქსელში გაავრცელა, და ის არ არის ჰომოფობიური ხასიათის.

"არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მე ეს პოსტი დავწერე როგორც რიგითმა ადამიანმა და არა საკრებულოს დეპუტატმა. ჩემს განცხადებაში არ არის გამოყენებული არც დისკრიმინაციული და არც ჰომოფობიური სიტყვები, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა, რომელიც ვირაცამ იპოვა და გაავრცელა," - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.