ახალი ამბები
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ამფითეატრს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძეს სახლმუზეუმის ამფითეატრს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ასევე, უნდა მოწესრიგდეს მუზეუმთან მისასვლელი გზაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყალტუბოს მერია გეგმავს.

"ადგილზე შევამოწმეთ ობიექტი და საჭიროებს საფუძვლიან გამაგრებით სამუშაოებს. ამფითეატრის რეაბილიტაციაზე  პროექტირების სამუშაოებს მალე დავიწყებთ," - ამბობს წყალტუბოს მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე.  

ნიკო ლორთქიფანიძეს სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია 2017  წელს ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა ფასადები.

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია კურორტს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.