ახალი ამბები
"იქმნება საავარიო სიტუაცია" - ენმ ქუთაისში გაუმართავ შუქნიშნებს აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაუმართავი შუქნიშნები გააპროტესტეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
პარტიის წევრის, ლაშა შალამბერიძის თქმით, გაუმართავი შუქნიშნები საავარიო მდგომარეობას ქმნის, რის გამოც, მისი თქმით, მოქალაქეები ზარალდებიან.

"ეს ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთ საკვანძო მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც თითქმის ყველა არსებული შუქნიშანი გაუმართავია. აქ იქმნება სავალალო და საავარიო სიტუაცია. ასეთივე მდგომარეობაა თითქმის მთელ ქალაქში", - ამბობს ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ლაშა შალამბერიძე.

ორგანიზაციაში ქალაქის ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

მერიაში განმარტავენ, რომ შუქნიშნების პრობლემება მათთვის ცნობილია და მის მოსაწესრიგებლად ტექნიკური სამსახური უკვე მუშაობს.

"ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისმა" დღეს, ნიკეა ლომოურის კვეთაზე არსებული ძველი ტიპის შუქნიშნის დიოდური ნათურით ჩანაცვლების სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. აღნიშნულ შუქნიშანში ძველი ე.წ. ვარვარების ტიპის ნათურები დიოდური ნათურებით ჩანაცვლდება.

მიმდინარე წლის 28 მარტს შესყიდვის საფუძველზე მოხდა მასალის მიღება და საპატრულოსთან შეთანხმებით დღეს დილის 7 საათიდან, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაიწყო სამუშაოების წარმოება. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

"ქუთგანათების სერვისის" შუქნიშნების განყოფილება ამ ეტაპზე ნიკეა-ლომოურის კვეთაზე სამუშაოებს აწარმოებს და რამდენიმე საათში შუქნიშნის მუშაობა სრულად აღდგება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქალაქის მასშტაბით შუქნიშნები გაუმართავი და მოუწესრიგებელია არ შეესაბამება სიმართლეს. თუ შუქნიშნები ითიშება ეს ელექტროენერგიის შეზღუდვითაა გამოწვეული და არა მათი გაუმართაობით, ამ ეტაპზე ქალაქში ყველა შუქნიშანი სრულად გამართულად მუშაობს", - ამბობენ მერიაში. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.