ახალი ამბები
„ადრე რა ხდებოდა არ ვიცი" – ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გასულ წელს 2037 ხის მოჭრაზე
FaceBook
ქუთაისის მერიაში 2017 წელს ქალაქში 2037 ძირი ხის მოჭრაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქალაქში არც ერთი ხის მოჭრაზე არ გაცემულა ნებართვა. მანამდე კი რა ხდებოდა არ იცის.

"2018 წლიდან ჩვენი სამსახურს ხის მოჭრაზე ნებართვა არ გაუცია. მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა. ქუთაისის მერად გიორგი ჭიღავრიას არჩევის შემდეგ კი არც ერთი ხის მოჭრაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა და სამომავლოდაც არ უნდა ჰქოდეს ვინმეს ამის იმედი. ქალაქის მერმა არაერთხელ გააჟღერა, რომ მწვანე საფარი და ეკოლოგია ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი არც ოპოზიციური პარტიის მიერ გაჟღერებულ ამ ციფრებს ენდობა.

"ეს მონაცემები არ ვიცი საიდან არის აღებული. დაეკითხეთ მათ, ვინც გაავრცელა", - ამბობს ზვიად ჯავხია.
ქუთაისში  გასულ წელს მერიის ნებართვით მოჭრილი ხეების რაოდენობა 2017 წლის ბიუჯეტის   შესრულების ანგარიშშია მოცემული. 


მონაცემები პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქში ათასობით ძირი ხის მოჭრა დანაშაულია.


ამავე თემაზე:

„ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქში ქუთაისის მერია ათასობით ხეს ჭრის“ - „ნაციონალური მოძრაობა“
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.