ახალი ამბები
"როგორც ჩანს, არ იყო ბოლომდე დაცული უსაფრთხოება" - მაღაროში დაღუპულის მამა
FaceBook
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაღუპული ზაზა აბრამიშვილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე საუბრობს. გარდაცვლილის მამა ყვება, რომ მისი შვილი ხშირად საუბრობდა, თუ რა რთულ პირობებში და დაბალი ანაზღაურებით მუშაობდნენ მაღაროელები.

"ერთხელ დაშავდა კიდევაც, პენსიაზე უნდა გაეშვათ, მაგრამ გამოჯანმრთელებული ხარო და არ მისცეს პენსია. ახლა ცოცხალი ხომ მეყოლებოდა. რა უნდა ექნა, ოჯახი ჰყავდა სარჩენი და წვალობდა. კი თქვა ერთხელ, გვირაბი ნორმაზე მეტ სიგრძეზე გაგვყავსო. როგორც ჩანს, არ იყო ბოლომდე დაცული უსაფრთხოება", - ჰყვება ნუგზარ აბრამიშვილი.

გარდაცვლილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაეთში ცხოვრობდა.

ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით, გაუმაგრებელი ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა. ამ დრომდე მუშის ამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის დაღუპვაზე

ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

"უსაფრთხოების ყველა ნორმა ადგილზე დაცული იყო" - ნიკოლოზ ჩიქოვანი შუქრუთის მაღაროზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.