ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება
FaceBook
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა დაშალოს, რათა მოხდეს გარდაცვლილის ამოყვანა",  - ამბობს პაატა სამხარაძე.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მუშის ამოსაყვანად მაშველები მუშაობენ, თუმცა ჯერ მისი გამოყვანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გაუმაგრებელი იყო. სწორედ, ამან გამოიწვია ლოდების ჩამოვარდანა.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ,
თანამდებობას ტოვებს.
23:30 / 07.04.2020

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს.

ჭიათურაში პოლიციამ
18:32 / 07.04.2020
ჭიათურაში პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.