ახალი ამბები
„ღია პარლამენტის“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა
FaceBook
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეების ჩართულობა - ამ მიზნებს უნდა მიაღწიოს საქართველოს პარლამენტმა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში.
ღია და გამჭვირვალე პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე ქუთაისში იმსჯელეს.

შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ინიციატივის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე დაინერგა მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რამდენიმე მექანიზმი.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის თქმით, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ თავიანთი აზრი გამოთქვან კონკრეტულ კანონპროექტზე, ელექტრონულად გააგზავნონ პეტიცია ან საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში. გაფართოვდა პარლამენტის საქმიანობის შესახებ, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი, მოქალქისთვის გამარტივდა პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტების სხდომებზე დასწრება, მოხდა პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსის ინიცირება.

"როცა საქართველოს პარლამენტი ჩაერთო ამ ინიციატივაში, აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტის გვერდზე ვერ იპოვიდით ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ, ასევე, მოქალაქეს ამ დრომდე არ ჰქონდა შესაძლებლობა აქტიურად მიეღო მონაწილეობა კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში. უკვე ყველას შეუძლია კომენტარი დატოვოს ამა თუ იმ კანონპროექტის შესახებ. ახლა ვმუშაობთ უკუკავშირის მექანიზმებზეც, რომ მოქალაქის კომენტარი არ დარჩეს კომენტარად", - ამბობს ირინა ფრუიძე.

"ღია მმართველობის პარტნიორობას" საქართველოს პარლამენტი 2010 წელს შეუერთდა. ინიციატივას 76 წევრი ქვეყანა ჰყავს. 2017 წელს საქართველო ერთი წლის ვადით, პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მიმდინარე წლის 19 ივლისს კი საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.