ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ქუთაისიდან გაემგზავრნენ
FaceBook
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ქუთაისიდან დილის 10 საათზე სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

"დღეს გლოვის დღე გვაქვს მთელ საქართველოს. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ასე ხდებოდეს ადამიანების გატაცება და წამება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად ოკუპაციის გასაპროტესტებლად ერთიანი ძალებით არ გამოვდივართ. არჩილ ტუტანაშვილის მკვლელობა იმედია იქნება ბოლო", - ამბობს ნატო დანელია.

"რისთვისაც და სადაც დღეს ჩვენ მივდივართ ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი. რუსული ოკუპაცია კლავს. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ მის წინააღმდეგ", - განმარტა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

35 წლის ახალგორის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. დაღუპულის ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი თვლის რომ არჩილ ტატუნაშვილი  საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ,
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის
მუხლით დაიწყო.
21:00 / 30.11.2025
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
სოფელ ხანის მიმდებარედ, ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი
ლიკვიდირებულია.
17:02 / 28.11.2025
სოფელ ხანის მიმდებარედ, ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.