ახალი ამბები
ქუთაისის თვითმმართველობის გენდერულ საბჭოს ქალთა საჭიროებები გააცნეს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს პროექტის "მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" კვლევის შედეგები წარუდგინეს.
დოკუმენტი, რომელიც ქალთა ძირითად საჭიროებებს ეხება "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" ქუთაისში გასულ წელს ჩაატარა.

კვლევაში მონაწილოება ქუთაისში მცხოვრებმა 12 ქალმა მიიღო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებისთვის გენდერული საჭიროებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თვითმმართველობაში მეტი ჩართულობა, სკოლამდელი განათლების სერვისის გაუმჯობესება, თვითმართველობს საკითხების ნაკლები ინფორმირებულობა, მარტოხელა დედებისა და ოჯახში ძალადობის საკითხები იყო.

"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს" წარმომადგენლების თქმით, გამოკვეთილი საჭიროებების გაცნობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რათა მომავალში მათი თანმიმდევრული მოგვარება მოხდეს.

"პროექტის მიზანი არის, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მოხდეს მათ სამუშაო გეგმაში ყველა იმ საჭიროებების ასახვა, რომელიც გამოიკვეთა კვლევის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები იქნება ნაყოფიერი. საჭიროებები, რომელიც სხვადასხვა სახის არის ეხება სკოლამდელ განათლებას და აღსაზრდელების დიდ რაოდენობას, ასევე, მარტოხელა დედის სტატუსს და ასე შემდეგ. სურვილი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტშიც მოხდეს გენდერული საკითხების წინ წამოწევა და არსებული პრობლემების მოგვარება", - განმარტა შეხვედრაზე "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ.

"ჩვენი სტარატეგია არის ის, რომ 2019 წელსაც მივიდეთ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტამდე, აღნიშნული საკითხების განხილვა აუცილებლად მოხდება, დაიგეგმება შესაბამისად კონსულტაციები, რომ რომ ქალთა საჭიროებებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოხვდეს მომავალი წლის ბიუჯეტშიც" , - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა და ასევე, გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი შენგელიამ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.