ახალი ამბები
„გადაუდებელი რეაბილიტაციაა საჭირო“ - წყალმომარაგების კომპანიის პასუხი მოსახლეობის პროტესტს
FaceBook
" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გაფრინდაშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტთან  განმარტებას აკეთებენ. კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაშვილის თქმით, ქუჩაზე წყლის მილები უხარისხო და დაზიანებულია, რის გამოც, გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობა კომპანიის თანამშრომლებს ქუჩაზე შესვლის უფლებას არ მისცემს, დაზიანებებზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ.

„60-70 დაზიანება დაფიქსირდა ამ ქუჩაზე და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. ის გზის საფარიც, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, გარკვეული დროის შემდეგ ისედაც გამოვა მწყობრიდან სწორედ მილებზე არსებული დაზიანებების გამო. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლება უარს იტყვის სამუშაოების ჩატარებაზე, მაშინ იმ ადამიანებმა, ვინც ამას აპროტესტებს, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იქ არსებულ დაზიანებებზე. კომპანიას არავითარი სურვილი არ აქვს დამატებითი ხარჯები გასწიოს", - ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ თათარაშვილი.

გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლები smk-ს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.

SMK-მ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. კომპანიამ ორ წელზე მეტი მოანდომა ასათიანის ქუჩაზე წლის მილების გამოცვლას. ამ ხნის განმავლობაში ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზებული იყო.

ერთი თვის წინ კი, ქუთაისის მერიამ კომპანიას თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავს ქუჩებზე რეაბილიტაციის დროს დაზიანებული გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო, სანქცია დაუწესა, რაც მათი თქმით, 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.




ამავე თემაზე:

ქუთაისში მოსახლეობა SMk-ს წყლის მილების შეცვლის უფლებას არ აძლევს

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.