ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ 12 გარემოვაჭრე 120-120 ლარით დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ჭავჭავაძის გამზირზე 12 ავტომობილის მძღოლი, რომლებიც ადგილზე გარევაჭრობას ახორციელებენ, თითოეული 120 ლარით დააჯარიმა.

120 ლარით გარემოვაჭრეების დაჯარიმება გააპროტესტა საკრებულოს დეპუტატმა. მერაბ მეშველიანის თქმით, მერიამ კანონით გათვალისწინებული 80 ლარის ნაცვლად,  120 ლარიანი ჯარიმები გამოწერა.  გარდა ამისა, არ მომხდარა მათი გაფრთხილება.

"გაუფრთხილებლად,  120 ლარით დააჯარიმეს ავტომანქანების მეპატრონეები, მაშინ, როცა კანონით ორ კილოგრამამდე ნარჩენის დაყრისთვის 80 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული და მხოლოდ განმეორების შემთხვევაშია ეს  120 ლარი. ამასთანავე, როგორც დაჯარიმებულმა ადამიანებმა მითხრეს, არ მომხდარა მათი წინასწარ გაფრთხილება", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა და ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

დეპუტატის განცხადებას არ ეთანხმებიან ქუთაისის მერიაში. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, გარემოვაჭრეების დაჯარიმება კანონის გათვალისწინებით მოხდა.

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩახედული იყვნენ კოდექსში, რომლის  მიხედვითაც,  ავტომანქანიდან გარემოს დაბინძურება პირდაპირ იწვევს 120 ლარით დაჯარიმებას და არავითარ განმეორებით შემთხვევაზე საუბარი არ არის. ეს მცირე დეტალი,  ეტყობა,  გამორჩა ბატონ მერაბს. რაც შეეხება იმას, იყვნენ თუ არა გარემოვაჭრეები წინასწარ გაფრთხილებული, ნამდვილად მოხდა მათი გაფრთხილება", - ამბობს ზვიად ჯავახია.

მისივე თქმით, გარდა ავტომანქანების  მფლობელებისა, გარემოს დაბინძურებისთვის 1 მარტიდან დღემდე 24 მოქალაქეა დაჯარიმებული. თუმცა, ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი გარემოვაჭრეებისთვის მერიას ჯარიმა არ გამოუწერია.

ქუთაისში 1 მარტიდან გარევაჭრობა აიკრძალა. 



ამავე თემაზე:


1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.